ბენეფიციარი 12
სახელწოდება
ზუგდიდში შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების განვითარების ხელშეწყობის კონკურსი
ბიუჯეტი
16 900 GEL
ორგანიზაციის სახელწოდება
პროექტზე პასუხისმგებელი პირისსახელი და თანამდებობა
ლაშა ლოგუა - ააიპ ,,ზუგდიდის ტურიზმის კლასტერი მოზოჯი“- ხელმძღვანელი
პროექტის სახელწოდება
,,შემოქმედებითი სუვენირები ზუგდიდს“
პროექტის მიმარულება
კონკურსის მიზანია მრავალფუნქციური შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების ორგანიზაციული განვითარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
პროექტის განხორციელების ადგილი (ქვეყანა,ქალაქი)
ქ. ზუგდიდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
სამიზნე ჯგუფი
ზუგდიდის ტურიზმის კლასტერის წევრები, ადგილობრივი მეწარმეები, რეწვის ოსტატები და ტურისტები
მიღებული გრანტის ოდენობა
10 300GEL
პროექტის დაწყების და დასრულების თარიღი
15.04.2024 – 01.07.2024
პროექტის ხანგძლივობა (თვეების რაოდენობა)
2 თვე 17 დღე
პროექტის აღწერა/რა არის პროექტის შედეგი?
პროექტის ფარგლებში იგეგმება ზუგდიდის, სამეგრელოს და კოლხეთის ისტორიასთან დაკავშირებული სუვენირების წარმოების და რეალიზაციის ხელშეწყობა, რამდენიმე ტურისტულად მომხიბვლელი ადგილის მოწყობა სუვენირების სარეალიზაციოდ,სადაც უცხოელ ტურისტებს და ზუგდიდის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ავთენტური, კოლხური და მეგრული კულტურის ელემენტებით დამშვენებული სუვენირები. პროექტში ჩართული იქნებიან ზუგდიდის ტურიზმის კლასტერის წევრები და ზუგდიდში მოღვაწე რეწვის სხვადასხვა ოსტატები, რომელთა გადამზადება და მათთვის სუვენირების დამზადება- რეალიზების სწავლება არის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი.
კლასტერში გაწევრიანებული არიან ტურიზმის სფეროში მომუშავე და ხალხური რეწვით დაინტერესებული ადამიანები და საწარმოები, იგეგმება მათი რესურსების განვითარება და გაყიდვადი და მოთხოვნადი სუვენირების სერიის წარმოება, როგორიცაა: მაგნიტები, ბრელოკები (შესაბამისი კონტენტით და დიზაინით), ასევე ადგილობრივი თემატიკის სპეციალური დიზაინით გაფორმებული ადგილობრივი ღვინის, არყის და თაფლის სუვენირული ვერსიები.
პროექტის მიზანია:
ზუგდიდის, როგორც სამეგრელოს ცენტრის, ტურისტული პოტენციალის ზრდა და ზუგდიდის ტურიზმის კლასტერის გაძლიერება.
პროექტის ამოცანებია:
ადგილობრივი მეწარმეებისა და ხალხური რეწვის ოსტატების განვითარების ხელშეწყობა; ზუგდიდის ტურისტული კლასტერი „მოზოჯის“ გაძლერება;
ზუგდიდში სუვენირების წარმოების გაზრდა და მათი სარეალიზაციო რამდენიმე წერტილის შექმნა.
რადიო ჩართვის ლინკი- https://www.radioatinati.ge/dilis-charthva/article/84680-stumari-lasha-logua.html?fbclid=IwAR0Za6EnYjm8qj-6teA3N4aLJjsO6EQdo-dmwU4FznJBf2piaAOsVxKIX9k