ციცისგან
მე ვარ ციცინო შენგელია და დიდი ხანია მაბედნიერებს რომ თამამად შემიძლია ვთქვა - „მე დავამსხვრიე სტერეოტიპი და ვარ - ხის დეკორატიული დამუშავების ოსტატი ქალი სამეგრელოდან.“ უკვე მესამე წელია მაქვს ხის დეკორატიული დამუშავების საწარმო ციცისგან რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია მასიური ხის სამზარეულო ინვენტარით და სახლის სხვადასხვა დეკორატიული ნივთებით.
დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში, ბუნებით მეამბოხე ვარ და ალბათ ამიტომაც შევეჭიდე ხესთან მუშაობის საქმეს, ყველა მეუბნებოდა რომ ეს ქალის საქმე არაა, ვერ მოვერეოდი მაგარამ მე ეს შევძელი და გამომივიდა, არ ყოფილა მარტივი თუმცა გამოვიდა.
ხესთან მუშაობას თავისი ალქიმია აქვს, საოცარი მასალაა სამუშაოდ, ყოველთვის გიბრუნებს უკუკავშირს, მისი დამუშავებისას მიღებული სითბოთი, ხელის შეხებისას ტექსტურით, მისი კვეთისას სურნელით.
ხის საწამოსთან ერთად პარალეურად ვმუშაობ საერთაშორისო ორგანიზაციაში და ვაკეთებ ცხოვრების მთავარ საქმეს - ვეხმარები ქალებს იყვენენ ეკონომიკურად და მენტალურად ძლიერები და ყოვედღიურად ვცდილობ პატარა აგური დავდო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში.