ტიბაშ ჰაუსი
ძალიან გვინდოდა მეგრული ტრადიციები, მითოლოგია, უგემრიელესი კერძები გაგვეცნო ხალხისთვის ამიტომაც გავაერთიანეთ ტიბაშში რამოდენიმე კომპონენტი.
ჩვენი ისტორია
ტიბაშ ჰაუსი არის საოჯახო სასტუმრო და საოჯახო სამზარეულო რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში. ძალიან გვინდოდა მეგრული ტრადიციები, მითოლოგია, უგემრიელესი კერძები გაგვეცნო ხალხისთვის ამიტომაც გავაერთიანეთ ტიბაშში რამოდენიმე კომპონენტი. ამ ერაპზე სტუმრებს ვთავაზობთ განთავსებას, ვახშმებს (თემატურს), მასტერკლასებს, ოჯახებს რომლებიც ბავშვებთან ერთად არიან ვუქმნით გასართობ-შემეცნებით პროგრამას, ვუზიარებთ მცირე კინოთეატრის და ტრენინგების ჩასატარებლად სივრცეს დაინტერესებულ ჯგუფებს. როდესაც დავიწყეთ ოპერირება ბაზარზე გვინდოდა ჩვენი ტრადიციული კერძები სტუმრებისთვის მიგვეწოდებინა ევროპულად დახვეწილი ფორმით, რათა დროებით დაეკარგათ შეგრძნება რომ იყვნენ სოფელში და არა ძალიან ძვირადღირებულ რესტორანში. საოჯახი სამზარეულოს ნაწილს რაც შეეხება ჩვენთან თითქმის ყველა პროდუქტი რომლითაც კერძები მზადდება არის ჩვენივე საოჯახო მეურნეობიდან, ეკოლოგიურად ფუჰთა და მეტად ჯანსაღი. ამ ეტაპზე ჩვენი უახლოესი მიზანია ვიყოთ პირველები ვიინც მითოლოგიური ტურიზმის დანერგვას შეუწყობს ხელს რეგიონში.
ის ეტაპების დეტალური ჩვენება.