top of page

თაფლი კოლხური

ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ თაფლს და ფუტკრის სხვა პროდუქტებს მთელი ოჯახისათვის, ისინი ზრუნავენ ოჯახის წევრების სწორ კვებაზე.

KI2A9565.JPG

ჩვენი ისტორია

მე გახვალართ მარინე ქარდავა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „თაფლი კოოპერატივი“ თავმჯდომარე. ირინე ჯიქია არის კოოპერატივის დირექტორი. კოოპერატივში გაერთიანებულია 11 წევრი, მათ შორის 4 ქალბატონი. კოოპერატივი არის მეფუტკრეობის მიმართულებით და აწარმოებს თაფლსა და ფუტკრის ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ფუტკრის რძე, დინდგელი, ცვილი, ფუტკრის შხამი.  ვაკეთებთ ამანათნაყრებს, გამოგვყავს დედა ფუტკარი.  გვაქვს ფუტკრის საწარმო, სადაც ვაწარმოებთ თაფლის გაწურვას, დაფასოებას, ეტიკეტირებას. საწარმოს გააჩნია ჰასპის სერტიფიკატი. გაგვაჩნია ბიზნესოპერატორის აღიარების სერტიფიკატი. ასევე ჩვენს თაფლს მინიჭებული აქვს ქართული ხარისხის ნიშანი.  ასე, რომ ჩვენს მიერ წარმოებული თაფლი და სხვა პროდუქტები არის სრულიად უსაფრთხო მოხმარებისთვის. ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ თაფლს და ფუტკრის სხვა პროდუქტებს მთელი ოჯახისათვის, ისინი ზრუნავენ ოჯახის წევრების სწორ კვებაზე, მათ  აინტერესებთ თუ სად იწარმოება პროდუქცია და  ვინ არიან მისი მწარმოებლები. ეს ასეც უნდა იყოს!!

 

გვაქვს ასევე აპისახლი, სადაც შესაძლებელია ფუტკრების ზუზუნის ქვეშ რელაქსაციის მიღება.

აპითერაპია სიახლეა, იზრდება აპითერაპიის მსურველთა რაოდენობა.  წინა წელთან შედარებით მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდა 3-ჯერ.

 

არსებობის პერიოდში გამოიკვეთა პარტნიორული ურთიერთობების საჭიროება. უკვე ვართ ტურიზმის კლასტერის წევრი. კლასტერთან ერთად შექმნილი გვაქვს კლიპები და იმედის თვალით შევყურებთ მომავალ განვითარებას.

თაფლი კოლხური

+995 555 64 31 73

  • Facebook

გალერეა

bottom of page