top of page
ZNPH0148 (1).jpg
გია და რუსიკო.JPG

Casa de Khasia არის მყუდრო და კომფორტული საოჯახო სასტუმრო ზუგდიდის ცენტრში. სახლის დიზაინი არის ვინტაჟურ სტილში, თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკით, რაც სტუმრებს კომფორტულ გარემოს უქმნის.  ლამაზად მოწყობილი, გამწვანებული ეზო, პატიო გარე ბუხრით სასიამოვნოს ხდის გარეთ ყოფნას. ამ საინტერესოდ მოწყობილ ინტერიერში  სტუმრებს „ბებიას სახლში დაბრუნების“ განუმეორებელი ემოციები ეუფლებათ.  

 

ეზოში დგას ძველი მეგრული სამზადი - ჯარვალი, სამეგრელოს ყოფისთვის დამახასიათებელი ძველი ავეჯით, ნივთებითა და აქსესუარებით მოწყობილი. ხშირად სტუმრები აღნიშნავენ, რომ ეს არის მცირე, ავთენტური მუზეუმი. სურვილის შემთხვევაში ვიზიტორებს შეუძლიათ საუზმე და ვახშამი მიირთვან ამ ეთნო-ისტორიულ გარემოში. 

 

სასტუმროს  სახლის მესვეურები დაარსების დღიდან ცდილობენ მოიძიონ, აღადგინონ და „კასა დე ხასიას“ მენიუში შეიტანონ ძველი მეგრული კერძები. სტუმრებისთვის განსაკუთრებით მომხიბლველია მასტერ კლასებში მონაწილეობა: გებჟალიას გაკეთება, ღომის მოზილვა და ხაჭაპურის „ანგურაზე“ (ქვის კეცზე) გამოცხობა ძალიან სახალისოა მათთვის.  და ეს ყველაფერი  ჯარგვალში  - შუა ცეცხლზე კეთდება.

 

Casa de Khasia ნიშნავს “ხასიების სახლს”. ხასია  ჩვენი ოჯახის გვარია. ჩვენს სტუმრებს ჩვენს ოჯახში, ანუ  ხასიების სახლში ვეპატიჟებით. 

მობრძანდით სამეგრელოში და შეიგრძენით ჩვენი სტუმარ-მასპინძლობის ჰარმონია.

დაგვიკავშირდით:
  • Facebook
+995 599 56 81 86

CASA DE KHASIA

bottom of page